„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია „facebook"-გვერდზე ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებებს ეხმაურება.
„ეს მკვდარი პოლიტიკური ძალა, თავისი სარიუშებიანად სანამ ლამაზები არიან, იქნებ ვინმემ აზრზე მოიყვანოთ... დაყენდით და დააყენეთ ეს თქვენი ჯიბიდან გამომძვრალი სარიუშა თავისი სახალხო პარტიიანად. ვიცით, რომ გძულთ ეს ქვეყანა და ტყუილად ცდილობთ მკვდრეთით აღდგომას. თქვენ არ ძალგიძთ, მით უფრო ასეთი მორიგი ნაძირლური ნაბიჯებით!" - წერს დაჩი ცაგურია.
სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გადავადებაზე ლაპარაკისას, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-სპიკერი, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ამ საკითხს უვიზო რეჟიმის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის" კონტექსტში განიხილავს და ფიქრობს, რომ ევროპარლამენტი ამ სადავო საკითხის განხილვას შემოდგომამდე ვერ მოახერხებს. სარიუშვოლსკის თქმით, ევროპარლამენტში ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, ვერც სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა მოხერხდება.