თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები სასწარაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.