logo_geo
eng_logo
უნგრეთმა უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს დეკლარაცია დაბლოკა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 21:35

 

ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთმა ვეტო დაადო, წერს euractiv-ი. 

 

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიარტოს განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ დოკუმენტი კიევს უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების დაცვას არ ავალდებულებს.

 

მისივე თქმით, უნგრეთმა წევრ ქვეყნებს დოკუმენტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ურთიერთობა კიევსა და ბუდაპეშტს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პარლამენტმა ენის შესახებ ახალი კანონი მიიღო. უნგრული მხარის მტკიცებით, დოკუმენტმა ეროვნული უმცირესობების შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ისწავლონ, მნიშვნელოვნად შეამცირა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner