პარიზის მეტროსადგურ „მორომენილზე“ უბილეთო მგზავრი კონტროლიორს გაექცა და ლიანდაგზე გადახტა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის გამო მატარებლების მოძრაობა ნახევარი საათით შეაჩერეს, 6 სადგურზე კი ელექტროენერგია გათიშეს. ახალგაზრდა კაცი სადგურზე ბილეთის გარეშე შევიდა, მას კონტროლიორები დაედევნენ, რის შემდეგაც კაცი ლიანდაგებზე გადახტა და გვირაბის მიმართულებით გაიქცა. თვითმხილველებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო Twitter-ზე განათავსეს.