logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის პიკი უკვე გადავლილია
- +

16 თებერვალი. 2016. 12:04



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ვირუსული ინფექციით 16 ადამიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.



გრიპის ვირუსის პიკი იყო მიმდინარე წლის მეოთხე კვირა, როცა 100 000 მოსახლეზე 357 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. მეხუთე კვირაში დაიწია მაჩვენებელმა და უკვე 100 000 მოსახლეზე 310 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება მეექვსე კვირას, უკვე დაფიქსირებულია 284 შემთხვევა. სტაციონარში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. თებერვალში გრიპის შემთხვევები კიდევ იქნება.

H1N1-ის, .. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო H3N2-ის ვირუსით - ერთი პირი. ყველა გარდავალების შემთხვევა იყო ქრონიკული დაავადების ფონზე. ძირითადი მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვიანობა. შეიძლება ითქვას, რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა გრიპის საწყის სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების გარანტიაა. ყველა გარდაცვალების შემთხვევა სწორედ დაგვიანებულმა მკურნალობამ განაპირობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



გამყრელიძემ ასევე ორსულებს მიმართა და ურჩია, გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ სტაციონარებს, სადაც პრეპარატ „ტამიფლუს" მიღება უფასოდ შეეძლებათ.



რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ასევე სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებში სველი წესით დალაგება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner