logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: იმედი გვაქვს, ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ მათ, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს!
- +

27 თებერვალი. 2016. 21:03


გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილი.

ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის ღირსების საქმეა, ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების ქმედებასთან დაკავშირებით ეს ლაქა ჩამოერეცხოს ქართულ ჯარს. მოკვლევის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და თავდაცის სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო. მისივე თქმით ქართულმა მხარემ ბრიუსელში ევროპის სარდლობასთან შეხვედრა და ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები გამართა, ასევე ჰქონდათ საშუალება ენახათ ყველა საარქივო მასალა, რომელიც ბრიუსელშია დაცული.

"პრაქტიკულად მოკვლევის პირველი ეტაპი დასრულებულია, ჯგუფი შედგენილია და მიმდინარეობს მზადება ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებისთვის. ჯგუფი შედგება სამხედრო პირებისგან, პროკურორებისგან და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. ჩემთვის სურათი უკვე ნათელია, უბრალოდ დაველოდებით მათ დაბრუნებას საქართველოში, იმედი გვაქვს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც ბრალდებებს უყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ არ ვიცით ამის საშუალება მოგვეცემა თუ არა, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ რათა სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა ხიდაშელმა.



წყარო: „interpressnews"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner