პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსის" კითხვას, გერმანიის პოზიცია შეაფერხებს თუ არა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღებას, პასუხობს.
„მე ვაკვირდები, როგორც ჟურნალისტი და მგონია, რომ გარკვეულწილად რუსული ლობი კარგად მუშაობს გერმანიაში. შეიძლება ინფორმაციას აწვდიან ისინი და ეუბნებიან - ნახეთ, რა მდგომარეობაა საქართველოში, იგივე სასამართლო სისტემა, „რუსთავი 2" და აშ.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც ევროპაში ძალაუნებურად იწვევს, რომ არ შეგიშვან ევროპულ ოჯახში. ამის ხელშემწყობი, ვიცით, რომ ძალიან ბევრი გვყავს. ამიტომაც ვამბობდით, რომ ჩვენმა ხელსუფლებამ ზედმიწევნით სწორად უნდა გაიაროს ეს გზა. სწორედ ამაშია საქმე, რომ არ გადიან ამ გზას ფრთხილად.
ევროკავშირში წამოდგება ვიღაც ფეხზე და იტყვის - დავფიქრდეთ აბა, ეს ქვეყანა თავისი სამართლებრივი გზით, ნორმალურ მდგომარეობაშია?! მთავარია, ჩვენ საბაბი არ მივცეთ. სამწუხაროდ, მოკავშირეები მათ ჩვენი ქვეყნის შიგნით ჰყავთ, ქვეყნის გარეთ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.
მე ხანდახან ვფიქრობ, ადამიანების გარკვეული ნაწილი სპეციალურად ხომ არ აკეთებს მეთქი ამას, რომ არ მივიღოთ ვიზა-ლიბერალიზაცია?! ჩვენ ძალიან მაგრად უნდა დავუდგეთ ამ ყველაფერს, რომ არ გაუვიდეთ. გვეღირსოს იქნებ ეს ნანატრი ვიზა-ლიბერალიზაცია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.