logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარიშვილი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაეხმარა 3 მილიარდი ლარით და, - რატომ გვეხმარებოდაო!
- +

31 ოქტომბერი. 2019. 02:02

 

 ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი ივანიშვილების ოჯახის ქველმოქმედებაზე საუბრობს:"ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაეხმარა 3 მილიარდი ლარით და, - რატომ გვეხმარებოდაო!


ან, მთლად უარესიც, - ჰქონდა და დაგვეხმარა, მერე რაო!
თითქოს ვალდებული იყო!..


ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის აღდგენის ფონდს დაეხმარა 1,1 მილიონი დოლარით და, - რატომ დაეხმარაო!

 

3 მილიარდი ლარი არის 3 ათასი მილიონი ლარი, ხოლო 1 მილიონი დოლარი არის 3 მილიონი ლარი!

 

განსხვავებას ხედავთ?!


3
მილიონი და 3 ათასი მილიონი!

 

არ მიკვირს ზოგიერთი იდიოტის აღშფოთება ბერას ქველმოქმედების გამო, - ისინი, ათასჯერ მეტი ქველმოქმედების მიუხედავად, აუგად ახსენებენ ივანიშვილების ოჯახის უფროსს!

 

ამ ოჯახმა კი საქართველოს და მისი მოქალაქეებისთვის გასწია 1000-ჯერ მეტი ქველმოქმედება!

 

ეს არის ასეულობით აღდგენილი ეკლესია, აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა და საბავშვო ბაღი, ათასობით გადარჩენილი ადამიანი, მათ შორის ბავშვები!

 

გადაგვირჩინა (დიახ, გადაგვირჩინა!) ისინიც, ვინც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა! ადამიანები, რომლებმაც მეცნიერებაში, ხელოვნებაში თუ სპორტში ასახელეს ჩვენი სამშობლო, სახელმწიფოს კი მათი ღვაწლის დაფასების საშუალება არ ჰქონდა.


უფრო მეტიც, - საშინელმა გაჭირვებამ ეს სახელოვანი ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო!

 

ეს მოქალაქეები აქ ცხოვრობენ, ყოველდღე ვხედავთ, ქუჩაში შეხვედრისას ვეფერებით, რადგან გვეამაყება, რომ მათი თანამედროვეები ვართ, ხშირად მათთან ერთად სურათებსაც ვიღებთ... ეს ადამიანები კი დღეს ჩვენთან არიან იმიტომაც, რომ მათთვის ჯანმრთელობის (და ხშირად სიცოცხლის!) შენარჩუნებაზე იზრუნა ბიძინა ივანიშვილმა!

 

ხალხო, მესმის, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენს სამშობლოში, ბევრიც გაკეთდება, მაგრამ როცა ახალგაზრდა კაცს ამუნათებთ, რატომ დაეხმარე მსოფლიო ფილტვების აღდგენასო, სულ ცოტა გონიერებას მაინც მოუხმეთ: ჩვენ არ ვართ სხვა პლანეტაზე იზოლირებულად და ვისაც შეუძლია დედამიწაზე ადამიანის არსებობას ხელი შეუწყოს, თუ ვერ შევეხიდებით, ნუ გავლანძღავთ მაინც!

 

ადვილია ეს, ძალიან ადვილი!


ცოტა დაფიქრებაც კი საკმარისია!”, - წერს ბონდო მძინარიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner