logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ
- +

31 ოქტომბერი. 2019. 02:20

 

საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები დროში აცდენილი.

 

როგორც შალვა თადუმაძემ მდიას უთხრა, სასულიერო პირს შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

 

სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა.

 

აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – განაცხადა თადუმაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner