logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას ადგილი არ ექნება
- +

8 ივნისი. 2016. 12:41



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის შესაძლო მშენებლობას უკავშირდება, განაცხადა რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ კეთდება არანაირი ქმედება, რომელიც საზოგადოებისთვის არის მიუღებელი.



პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება, არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვისაა ეს საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი. ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე ტიპის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი არ ექნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner