იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს დედაქალაქ ამანში იორდანიაში საქართველოს საელჩოს, იორდანიის საქველმოქმედო ასოციაციის და საქართველოს ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ქართულ-ჩერქეზული ფორუმი და დავით მაღრაძის წიგნის ჩერქეზული, აფხაზური და ოსური თარგმანების პრეზენტაცია.
თარგმანები გამომცემლობამ „Al Sharg Pinting Press“ გამოსცა.
„პოეზიას ვერც მესაზღვრეები და ვერც მავთულხლართები ვერ აკავებენ“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.