30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 9 740 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის, 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.