logo_geo
eng_logo
საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს
- +

8 ივნისი. 2016. 12:57



საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგიში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანა 92-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი - 117-ე ადგილს იკავებდა.


მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემების თანახმად, 2015 წელს მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო, ლტოლვილთა რაოდენობამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია.


კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში ძალადობის დონის მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებით. ანგარიშში საცხოვრებლად ყველაზე საშიშ ქვეყნად სირიაა აღიარებული. ის რეიტინგში 163-ე ადგილს იკავებს.  სირიას მოსდევს სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი.


ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კი ისლანდიაა დასახელებული. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია.


მშვიდობის გლობალური ინდექსის მონაცემებით, გასულ წელს ტერორისტული თავდასხმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტერაქტების უმეტესი ნაწილი ხუთ ქვეყანაში - სირიაში, ერაყში, ნიგერიაში, ავღანეთსა და პაკისტანში განხორციელდა.


ევროპა მსოფლიოში კვლავ ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.


რეიტინგი 23 ფაქტორის გათვალისწინებით შეადგინეს, მათ შორის როგორც შიდა - ძალადობისა და კრიმინალის დონე ქვეყანაში, ისე საგარეო - მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, სამხედრო ხარჯების დონე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner