logo_geo
eng_logo
შსს-მ დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო
- +

31 ოქტომბერი. 2019. 20:51

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner