logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტყუილ ბრალდებებს ვერ მივიღებთ
- +

8 ივნისი. 2016. 13:20



ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩაერთვება.



მისი განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს და ამ კუთხით საკითხის გადამოწმების არაერთი მექანიზმი არსებობს.



კანონმდებლობა არის მთავარი. როგორც გუნდის წევრი, ვარ აქტიური და ვიქნები აქტიური ამ მიმართულებით. არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე, ტყუილ ბრალდებებს არ და ვერ მივიღებთ და თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner