logo_geo
eng_logo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
- +

1 ნოემბერი. 2019. 12:00

 

გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 3691   მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება)  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის  განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის  განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63, 64-ე  მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა უსრულდება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს.   შესაბამისად, ამოწურა რა თავისუფლების აღკვეთის სახით მისჯილი სასჯელი, გიორგი ონიანი პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, „გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს“, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner