logo_geo
eng_logo
„სოციალ-დემოკრატების ალიანსი“ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
- +

8 ივნისი. 2016. 13:20



ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ძალა, „სოციალ-დემოკრატების ალიანსი" საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.



იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, ევროკავშირმა ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და დაუყონებლივ შემოიღოს უვიზო რეჟიმი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის საბჭო სწრაფად იმოქმედებს", - აცხადებს ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე კნუტ ფლეკენშტაინი.



განცხადების თანახმად, შემოდგომაზე „სოციალ-დემოკრატების ალიანსის" წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ,„უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების ხელშესაწყობად ისეთ მნიშვნელოვან აღმოსავლეთ პარტნიორთან, როგორიც საქართველოა".



გუშინ, ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართეს შეხვედრა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner