logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

1 ნოემბერი. 2019. 14:38

 

31 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 14 110.91 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 101.54 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14 110.91 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner