logo_geo
eng_logo
„ბიძინა ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც თუ მიჰბაძავენ, კარგი იქნება"
- +

8 ივნისი. 2016. 13:48



„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წარმართვას თავის თავზე იღებს.


ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა.



ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეხვედრაზე თითქმის ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას გასცა პასუხი.



„იყო მწვავე კითხვები. კითხვები კიდევ იქნება, ბუნებრივია და მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის წარმართვას. მას პირადად მოუწევს არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა. თუ სხვა პოლიტიკოსებიც მიბაძავენ მას იმ თვალსაზრისით, რომ ექნებათ ასეთი ღია შეხვედრები ჟურნალისტებთან და ასეთი ხაზი გაყვება საარჩევნო პროცესს, ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველს ექნება საშუალეობა, მიიღოს ინფორმაცია პარტიებ პროგრამების, მათ კანდიდატების შესახებ, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner