logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბრავო, პეტრე, ანუ, უკვე პაატა ცაავა!
- +

1 ნოემბერი. 2019. 17:08

 

ბრავო, პეტრე, ანუ, უკვე პაატა ცაავა!

 

ფანტასტიური საბაბი მისცა ქართველ მუსლიმებს გაეკეთებინათ ეს განცხადება და მომზადებულიყვნენ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის.

 

მადლობა ამ ახალგაზრდა ბიჭს, გულანთებულ პატრიოტს, ჭეშმარიტ აჭარელს - სელიმ ხიმშიაშვილებისა და მემედ აბაშიძეების სისხლის ყივილს!

 

ერთიანს - ტერიტორიულად და სულიერად ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს გაუმარჯოს!

 

 

***

 

„მე აღმსარებლობით მუსლიმი ვარ, ზემო აჭარიდან. დღესვე, ოჯახითა და მეგობრებით წამოვალ ფეხით, დედაქალაქს. რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. ჩვენ მალე წინაპრებისა და მის ქრისტესმიერ გზას დავადგებით. ჩვენთან არს ღმერთი. არსს და იყოს“,გუშინდელი სკანდალური მოვლენების შემდეგ ამირან გაბაიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

„პრაიმტაიმი“ პოსტის ავტორს დაუკავშირდა:

 

„გუშინ ძალიან მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდა პატრიარქზე და ცხელ გულზე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია დავაფიქსირე. ქართველი მუსლიმები მივიჩნევთ, რომ პატრიარქი არის ერის მამა და მას უაღრესად დიდ პატივს მივაგებთ. 300 წლის წინ სარწმუნოების შეცვლამ თავისი კვალი დატოვა ცნობიერებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეგუებით ამ მდგომარეობას.

 

რელიგიას კი არ ვიცვლით, ჩვენს რელიგიას, წინაპრების მიერ დატოვებულ  მართლმადიდებლობას ვუბრუნდებით. ჩემ გარშემო მყოფი უამრავი მუსლიმი ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი  მოექცა მართლმადიდებლად და ამაში პატრიარქის დიდი წვლილია.

 

მე ხულოს რაიონში, სოფელ ხიხაძირში ვცხოვრობ და მოგეხსენებათ, მაინც ზემო აჭარაა, სოფელია, ასაკოვანი ხალხი არ მიესალმება ძველ რელიგიაზე მოქცევას და ანგარიშს ვუწევდით მათ აზრს, მაგრამ ახლა გამოიკვეთა ტენდენცია, ახალგაზრდები სხვანაირად აზროვნებენ.

 

უფლის მადლით, აღარავინ გვაშინებს, არ გვეუბნებიან, რომ თუ მართლმადიდებლებად მოვექცევით, ანათემას გადაგვცემენ და ამიტომ, ზემო აჭარაში სარწმუნოების შეცვლის უმრავი ფაქტი არსებობს.

 

დამერწმუნეთ, პატრიარქსაც და ერსაც, ჩვენ, მუსლიმები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ, თუ ეს საჭირო გახდება“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ამირან გაბაიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner