logo_geo
eng_logo
2-3 ნოემბერს ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
- +

1 ნოემბერი. 2019. 20:41

 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა“ მესამედ გაიმართება. 

 

გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში იქნება წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია.

 

მონაწილეობას  მსხვილი სათბურები და სანერგე კომპანიებიც მიიღებენ, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილე კომპანიების შემოდგომით მოყვავილე მცენარეების შეძენის გარდა, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენაც იქნება შესაძლებელი.

 

ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლები სპეციალურად ბავშვებისთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასებს ჩაატარებენ და დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.

 

 „ყვავილების გამოფენა“ ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში, 2 ნოემბერს 14:00 საათიდან, ხოლო 3 ნოემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner