logo_geo
eng_logo
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

1 ნოემბერი. 2019. 21:45

 

„ინტენსიური თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner