logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თამაზ ტყემალაძე ძალიან კარგი ლიტერათურათმცოდნეა და ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული
- +

1 ნოემბერი. 2019. 23:07

 

„თამაზ ტყემალაძე ძალიან კარგი ლიტერათურათმცოდნეა და ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც ჟურნალისტისა და ლიტარატურათმცოდნის, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო.

 

„მას მეცნიერული მიმართულები ბევრი დამსახურება აქვს. ყველაფერ ამის გარდა, ის არის კარგი თამადა, ყველაზე წარუმატებელი ადამიანიც კი გენიოსი ხდება, ისე ლამაზად მიყავს სუფრა. ბევრი თბილი, კარგი სიტყვა ვუთხარი თამაზს. ჩემს საყვარელ გამონათქვამს, ჩვენი დიდი ილიას სიტყვებს აბსოლუტურად იმსახურებს. დიდმა ილიამ თქვა, რომ არ არის საკმარისი, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. თამაზი ასეთია ნამდვილად. ის ძალიან კარგი და საყვარელი პიროვნებაა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მიხეილ თამუნაშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგის და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

თამაზ ტყემალაძე საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორია, მანამდე ტელევიზიასა და რადიოში არაერთი შემეცნებითი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. პარალელურად აქტიურ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

 

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები, ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner