logo_geo
eng_logo
პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები წარედგინა
- +

8 ივნისი. 2016. 13:55



ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.



რეგლამენტის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტმა 14 დღის განმავლობაში, 3 წლის ვადით უნდა აირჩიოს. პარლამენტის დღის წესრიგში თამარ ქალდანის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის საკითხიც დგას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner