„იუსტიციის სამინისტროს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის გადასახდელად თანხა გამოეყო“, - ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაგვიდგინა არაერთი დარღვევა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე და 18 ივლისს გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც არა მხოლოდ ითქვა ის, რომ სასჯელები არის ზედმეტად ლიბერალური იმ პირებისამდი, ვინც დღეს საპატიმროში არიან ამ საქმეზე, არამედ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ მორალური კომპენსაცია 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 18 ოქტომბერს. 18 ოქტომბრიდან გვაქვს სამი თვე იმისთვის, რომ გადავიხადოთ ეს თანხა. დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა ეს საკითხი განხილული და იუსტიციის სამინისტროს გამოეყო თანხა, რომელიც იმაზე ადრე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და რეგლამენტი, ჩაერიცხება მომჩივანს, ქალბატონ შანავას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.