logo_geo
eng_logo
პოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

2 ნოემბერი. 2019. 12:10

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner