logo_geo
eng_logo
ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

2 ნოემბერი. 2019. 12:11

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში  ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში,   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას - დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის II ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 120-ე მუხლის I ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 16  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner