logo_geo
eng_logo
„ექს-პრემიერის განცხადებები, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას დაედოს საფუძვლად“
- +

8 ივნისი. 2016. 13:55



ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცა.



კალანდაძე აცხადებს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო ეკონომიკური ნაწილი იყო, სადაც ივანიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხე ისაუბრა და ეკონომიკის განვითარების კუთხით პრიორიტეტები დაასახელა.



საკმაოდ კარგი ინტერვიუ გამოვიდა. დაისვა კითხვები და მივიღეთ პასუხები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ეკონომიკური ნაწილი. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრიორიტეტად ასახლებს რამდენიმე ეკონომიკურ კონცეფტს. პირველია ის, რომ შემდეგ წლებში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე. ბუნებრივია, უნდა შენარჩუნდეს გარკვეული სტანდარტით სოციალური დაცულობის კომპონენტი სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტები უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში განვითარება და ის სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად შეძლებს საქართველო, დააფიქსიროს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც თავისთავად, როგორც სოციალური სტაბილურობის, ისე ფინანსური სტაბილურობის და განვითარების საფუძველია", - განაცხადა კალანდაძემ.



ექსპერტი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული აქცენტები სახელმწიფო ფონდების დაბანდების თვალსაზრისით მაღალ ტექნოლოგიებში, ცოდნაში და განთლებაში უნდა გაკეთდეს.



მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება იმას, რომ და ეს პრემიერის 4-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტიც არის, ივანიშვილი ფიქრობს, რომ სწორი კონცეფტია განსაკუთრებული აქცენტები მათ შორის სახელმწიფო ინვესტიციების, სახელმწიფო ფონდების დაბანდების თვალსაზრისით უნდა გაკეთდეს მაღალტექნოლოგიებში, ცოდნაში და განთლებაში, ანუ იმაში რაც არის ყველაზე კონკურენტუნარიანი,

ყველაზე კარგად გაყიდვადი და ყველაზე კარგად უზრუნველყოფი განვითარების და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადი, სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნისა. ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო, სწორედ მაღალიტექნოლოგიები და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ხდება ხოლმე განვითარების საფუძველი. ამის პიური მაგალითია ირლანდია, რომლემაც ამ კონცეფტით შეძლო დაახლოებით 20-25 წელიწადში სერიოზული გარღვევის მიღწევა", - განაცხადა კალანდაძემ.



მისი თქმით, ექს-პრემიერის განცხადებები, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას.



ვთვლი, რომ ეს კონცეფტუალური ხედვები არის სწორი, მაგრამ მოლოდინები წერილის და ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის არ უნდა იქნეს აღქმული, რომ პროგრამა გამოიკვეთა, ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს პროგრამას, მათ შორისქართული ოცნების" წინასაარჩევნოს, სადაც უკვე დეტალურად გაიწერება ამ კონცეფტუალურად სწორი აქცენტებიდან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის. კარგი ინტერვიუ იყო, ბევრი რამ დავინახეთ, მათ შორის ისიც, რომ სოფლის მეურნეობა არ უნდა იყოს ახირება ხელისუფლებისთვის, რომ ეს პირველი სექტორი არ უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და გავაგრძელოთ ის პროგრამები, რომელიც ქვეყანას დღეს ამ თვალსაზრისით გააჩნია, მაგრამ მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიატევად, განათლებატევად დარგებზე და სოფლის მეურნეობა უნდა იყოს ერთერთი შემავსებელი ამ ყველაფრისა, ისევე როგორც ტურიზმი, მშენებლობა, ანუ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ ზრდაზე. ყოფილი პრემიერი გამოსვლაში დავინახე, რომ ის აქცენტს აკეთებს და ხედავს საქართველოს ეკონომიკას, როგორც გარკვეული პოტენციალის მატარებელ სახელმწიფო ეკონომიკაზე. ეს ძალიან კარგი პირობებია მართლაც, ეს ოთხი წელი გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ შექმნილიყო მეტნაკლებად კარგი სასტარტო პირობები, რათა ამ გარემოზე ძალიან კარგი ზედნაშენი გაკეთდეს უახლოესი წლების განმავლობაში. ოთხ, სამ და ორ წელიწადში სახელმწიფოები და ძლიერი ეკონომიკა არ შენდება. ეს ოთხი წელი რეალურად გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ საფუძელი ჩაეყარა შემდგომ რეფორმებს და განვითარებას. რამდენად სწორად გამოიყენებს ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის და განვითარების თვალსაზრისით, ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner