logo_geo
eng_logo
მუხროვანის ბაზაზე ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
- +

2 ნოემბერი. 2019. 15:18

 

 

ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი NATO-ს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება.

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი საპროექტო-სამშენებლო ლოკაციებს ადგილზე გაეცნო. კაპიტალური მშენებლობებია დაგეგმილი პალდოს საწვრთნელ ბაზაზეც. ირაკლი ღარიბაშვილმა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს გააცნო ის სიახლეები, რისი განხორციელებაც თავდაცვის ძალებში უკვე დაიწყო; სამხედრო უნიფორმის, კვებისა და სრული ეკიპირების განახლება, ყველა ყაზარმის კაპიტალურად გარემონტება, სასადილოებისა და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და კომუნიკაციების გამართვა - ეს არის არასრული ჩამონათვალი გეგმიდან, რომელსაც თავდაცვის მინისტრის ხედვა გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner