-
+
2 ნოემბერი. 2019. 23:42
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკს ტოვებს და მუდმივ საცხოვრებლად ფლორიდაში გადადის. ტრამპმა მისამართის შეცვლის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა.
ტრამპი ქალაქისა და შტატის პოლიტიკოსებზე განაწყენდა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკს მილიონობით დოლარს უხდის, ქალაქის და შტატის პოლიტიკოსები მას ძალიან ცუდად ექცევიან.