logo_geo
eng_logo
ფატმა ჯერენ იაზგანი: კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!
- +

2 ნოემბერი. 2019. 23:44

 

„წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭებდით უპირატესობას, თუმცა, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა“,- ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ომს არავინ განიხილავს როგორც  სასურველ საშუალებას, რადგან იქ იბრძვიან ჩვენი შვილები, ძმები, მამები და საკუთარი სურვილით მათი ომში გაშვება არავის უნდა, მაგრამ თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ. მე ვარ დიპლომატი და სწორედ ამ გადმოსახედიდან გეტყვით - რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო!

წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭებდით უპირატესობას, თუმცა, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ველაპარაკებით მოკავშირეებს, მაგრამ თუ მათ არა აქვთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი  უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ. მე თუ მკითხავთ, ლეპენისა და მაკრონის პოზიციების თანხვედრა ბევრ რამეზე მეტყველებს. NATO-ს თემაზე საუბრისას მინდა შევახსენო მათ - რამდენიმე წლის წინ საფრანგეთი გამოვიდა NATO-ს სამხედრო დანაყოფიდან და უკან თურქეთის ძალისხმევით მიიღეს... ჩვენ NATO-ს მივიჩნევთ როგორც სამხედრო-პოლიტიკურ არეალს, რომელიც მოკავშირეებს აერთიანებს. 2012 წელს სირიამ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე  და თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. გარდა ამისა, თურქეთი მიზანში ამოიღო ორმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ და „დაეშმა“. NATO-ს უნდა დაეცვა თურქეთი, მაგრამ...

 

თურქეთმა, როგორც NATO-ს, ისე საერთაშორისო კოალიციის წევრმა, დიდი წვლილი  შეიტანა „დაეშთან“(ისლამურ ხალიფატთან) ბრძოლაში.

 

2015-2017 წლებში ანკარის ტერაქტებს ასობით ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ჰოდა, იქნებ ბატონმა მაკრონმა აუხსნას ტერაქტებისას დაღუპულთა ოჯახებს, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“?

 

თურქეთის ყველა ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება და ამას ნებისმიერი ხერხით მივაღწევთ“,-აღნიშნავს ფატმა ჯერენ იაზგანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner