logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ბრძოლა ბავშვობიდან არ შემიძლია... და ისევ ძველებურად მგონია, - თუ კარგი გოგო ხარ, გული ისედაც არ უნდა გატკინონ...
- +

3 ნოემბერი. 2019. 00:39

 

 

თუ კარგი გოგო ხარ...

 

იცით, არც „თეთრ ფატიანი“ ქორწილი არ მქონია, კიბეებზე არფებიანი ქალებით შემკული, რომელსაც ძალიან მპირდებოდა ზურაბ წერეთელი...

არა მგონია, რომ მატკინოს და უარყოს ...

ვისთან, არ ვიტყვი, „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა“...

 

სხვასთან ქორწილში მეცვა წითელი კაბა... მერე რა, გამიჩნდა შესანიშნავი ნინკა...

 

თუმცა ყველა მუცლის ფორმით, ბიჭს ელოდებოდა და სახელიც ქონდათ შერჩეული- მამამთილის - ანდრია...

 

მოხდა ისე, რომ გოგო გაჩნდა და ნინკა დავარქვით. დედამთილის ხათრით...

 

მერე კი იმ გოგოს გაუჩნდა უკვე თავისი და ჩვენი ანდრია... ისეთი კარგია, აღწერვაც მიჭირს...

 

დღეს გვერდით მყავს კაცი, ჭია-მაიასავით რომ მივლის, თუმცა, მოსავლელი აღარაფერია... ფრთებს მისწორებს ხოლმე.

 

გადავიტანე 17 წელი რუსეთში, საქართველოს საელჩოში... ამდენი წელი არავის არ უმუშავია იქ...

 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მოვყვე, მართლა ყველაფერი რაც ვიცი, ხომ ბევრს გაუფუჭდება კარიერა... მაგრამ ჯემალოევნა ვარ და არ შემიძლია არავის ჩაშვება... მთავარია, რომ იმათაც იციან...

 

ამიტომაც მოსკოვიდან იმის მაგივრად, ერთი სიფრიფანა სიგელი მაინც რომ მოეცათ, თუ გინდა, ჟირინოვსკისთან და ზიუგანოვთან ამდენი წლების ბრძოლისთვის, წამოვედი მხოლოდ ორ მეგობარ თინიკო და გიას პატრონიანი ... პატარა მინი-ავტობუსში, სადაც ტკბილ ბოსარიონ ლაბრადოროვიჩს ვეხუტებოდი უპატრონოდ...

 

კიდევ მივხვდი იმას, რომ ახლა ცუდი დროა...

 

როცა არ იბრძვი, არაფერი არ გამოგდის და მე ბრძოლა ბავშვობიდან არ შემიძლია.

 

და ისევ ძველებურად მგონია, - თუ კარგი გოგო ხარ, გული ისედაც არ უნდა გატკინონ...

 

P.S. ლელა ანჯაფარიძე ავადმყოფობის შედეგად, 2 ნოემბერს გარდაიცვალა. „რეპორტიორი“ მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner