logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით
- +

3 ნოემბერი. 2019. 15:14

 

„შეწყალება არის სენსიტიური საკითხი, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განაცხადა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით წესებზე მუშაობა დასრულდება, მან უნდა შეისწავლოს ყველა შემოსული საქმე.

 

„ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი და ამიტომ დავფიქრდები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner