logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა დაიწყო
- +

8 ივნისი. 2016. 14:06



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო პროცესის თემაზე კომენტირებისას, ბათუმში განუცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში იზღუდება.



პრემიერის თქმით, საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კუთხით პრეზიდენტთან და პარლამენტთან გამართულმა კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.



არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია გაკეთდა მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით და 8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით შედის ძალაში და რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, რომ კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრი ბათუმში „გარემო ევროპისათვის" მინისტერიალს ესწრება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner