ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული 60 წლის ქალის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„გააქტიურებულია ცხელი ხაზი მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით“, - აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.