logo_geo
eng_logo
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია უხელმძღვანელებს
- +

3 ნოემბერი. 2019. 19:14

 

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ფინანსისტმა ნუგზარ სამხარაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, კომისია შედგება ცხრა წევრისგან.

 

„კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუაშო შეხვედრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება კომისია ცხრაკაციანია. კომისიის წინამძღვარია არქიმანდრიტი სერაფიმე, წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა. თითოეულ კომისიის წევრს მოგვეცემა შესაბამისი დავალება თავმჯდომარის მხრიდან და გარკვეული ეტაპის შემდეგ მოხსენდება ეპარქიის მმართველს და საქმის კურსში იქნება მეუფე პეტრეც“, - განაცადა სამხარაძემ.

 

ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა ეპარქიის ინვენტარიზაცია უნდა განახორციელონ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner