თბილისის ვაკის რაიონის მოსახლეობას, 4 ნოემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. მიზეზი მომდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.
კომპანია „თბილისის ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ და გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.
როგორც „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის გამო, გაზის მიწოდება დროებით, 1300-მდე აბონენტს შეუწყდება.
კერძოდ: თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);
თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);
თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის);
ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტი“-ს;
ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;
კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსები;
ასევე: ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო; თურქეთის საელჩო; სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა; შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“; სს „აქსის თაუერსი“ და სხვა;
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის. „ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად“,- აცხადებენ კომპანიაში.