logo_geo
eng_logo
გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
- +

3 ნოემბერი. 2019. 22:22

 

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა.

 

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი.

 

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სოსო ჯავახიშვილის ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner