თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა.
გურამიშვილის გამზირზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სოსო ჯავახიშვილის ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. ის ბინაში მარტო ცხოვრობდა.