სააგენტო „როიტერის" ცნობით, თურქეთის ქალაქ მიდიატში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის 1 სამართალდამცველი, 2 კი - სამოქალაქო პირია.
აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებსა და თავდამსხმელებს შორის სროლა მოხდა. ადგილზე მობილიზებულია უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიას დააკისრა, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.