logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ეკლესიაზე შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
- +

4 ნოემბერი. 2019. 00:02

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს კათალიკო-ს პატრიარქ ილია II -ის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ეკლესიაზე შეტევაა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

 

„3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.

 

ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

 

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინა ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლე ეკატერინა ხვედელიძემ დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოინახულეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner