logo_geo
eng_logo
აფრიკის გავლით მიგრაცია 2-ჯერ უფრო საშიშია სიცოცხლისთვის, ვიდრე ხმელთაშუა ზღვით
- +

4 ნოემბერი. 2019. 01:34

 

მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტებისთვის ხმელთაშუა ზღვის გადალახვა გარკვეულ შემთხვევებში სახიფათო და სასიკვდილოც კია, მიგრანტებისთვის ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი აფრიკის კონტინენტის გადალახვაა.

გაეროს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, აფრიკის სახმელეთო მიგრაციის პროცესი გაცილებით უფრო საშიშია, - ამის შესახებ UNHCR-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ვინსენტ კოშეტელმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

 

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სულ მცირე, ორჯერ მეტი ადამიანი იღუპება ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ გზაზე, ვიდრე თავად ზღვაში", - თქვა ვინსენტ კოშეტელმა.

 

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ოქტომბერში ხმელთაშუაზღვის გადაკვეთის მცდელობისას 1000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო. დევნილთა სააგენტომ გარდაცვალების ან დაკარგვის 2 277 ფაქტი აღრიცხა 2018 წელს.

 

IOM-ის ცნობით კი 2014 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს 19 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner