logo_geo
eng_logo
კაცები ქალებზე უკეთ ხუმრობენ - კვლევა
- +

4 ნოემბერი. 2019. 01:43

 

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა დაადინეს, რომ კაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ. მათ კვლევაზე BBC წერს.

 

28 პრაქტიკული კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა 5 000 ადამიანზე მეტი გამოკითხეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს ხუმრობას სთხოვდნენ. მათ სურათისთვის წარწერა ან ამა თუ იმ მოვლენაზე კომენტარი უნდა გაეკეთებინათ. აღმოჩნდა, რომ კაცების 63%-ს ქალებზე დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვთ.

 

ასეთმა შედეგმა სპეციალისტები არ გააკვირვა. მათი თქმით, ხუმრობის უნარი ადამიანს ევოლუციის შედეგად განუვითარდა. მეცნიერების თქმით, ქალები ყოველთვის იუმორის გრძნობის მქონე კაცს ირჩევდნენ, კაცები კი იმ ქალებს, რომლებსაც მათ ხუმრობებზე ეცინებოდათ.

 

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებში იუმორის გრძნობა ინტელექტის ნიშანია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner