logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ჯანდაცვის რევოლუციური რეფორმა
- +

8 ივნისი. 2016. 14:33

 

 

„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ქადაგიძის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმა და სოციალური პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,  ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.


 

„ბიძინა ივანიშვილის დაწყებული საქმეა ჯანდაცვის რევოლუციური რეფორმა. საზოგადოების 99% თანხმდება, რომ ეს არის ყველაზე მეტად ადამიანს მორგებული რეფორმა. ოჯახები აღარ ფიქრობენ,  როდესაც ბავშვი ეყოლებათ, მშობიარობაში რამდენის გადახდა მოუწევთ. მშობიარობა უფასოა. ასევე საბავშვო ბაღები არის უფასო. რეალურად ჯანდაცვის  რეფორმა და  სოციალური პროგრამები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, ეს არის უპრეცედენტო და აღსანიშნავი",- განაცხადა ქადაგიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner