11 ნოემბერს მაია კახიძის ახალი წიგნების - „რაც არასოდეს მითქვამს“ და „ნაამბორალი“ - პრეზენტაცია გაიმართება - ამის შესახებ მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო!
მაქვს პატივი, მოგიწვიოთ თავისუფალ თეატრში ჩემი ორი ახალი წიგნის (მე-7 და მე-8) წარდგენაზე. ერთი პოეტური კრებული გახლავთ, მეორე - დოკუმენტური პროზა. ძალიან გამახარებთ სტუმრობით. გელით საინტერესო წიგნები, მსახიობები, სიურპრიზები, ჩემებურად თბილი და გულიანი შემოქმედებითი საღამო. დანარჩენს სცენაზე ნახავთ და შეიტყობთ.
ასე რომ, მობრძანდით 11 ნოემბერს, 18 საათზე და შემოდგომის ულამაზესი საღამო ერთად გავატაროთ.
დასწრება თავისუფალია და მოსვლაც დროული სჯობს, რათა ამ შესანიშნავ თეატრში თავისუფალი ადგილი თავისუფლად მოიძიოთ. თეატრში ხომ ყველა საღამო დროულად იწყება?!
სიყვარულით და პატივისცემით, მაიკო კახიძე“, - წერს მაია კახიძე.