logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველოს ორი ოპერატიული სარდლობა ექნება!
- +

27 თებერვალი. 2016. 23:02


საქართველოს ორი ოპერატიული სარდლობა ექნება დასავლეთის და აღმოსავლეთის", - თავდაცვის მინისტრის განცხადებით  აღნიშნული გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს. 



"ჩვენი მიზანია უფრო მობილური, ბრძოლისუნარიანი და ნატო- სისტემასთან თავსებადი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ხვალ მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა, დასავლეთის და აღმოსავლეთის. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, რომ სარდლობის შიდა სტრუქტურები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს.


თვის ბოლომდე მაქვს ვადა და მთავარი ამოცანაა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები იყოს ადვილად ოპერირებადი, არ არსებოდებს აბსოლუტური ცენტრალიზაცია და კონცენტრირება მოხდეს ყველანაირი რესურსის იმისათვის, რომ საფრთხის შემთხვევაში საქართველოს ერთი ნაწილი არ აღმოჩნდეს დაუცველი, როგორც აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ პრაქტიკულად შუაზე გაწყდა საქართველო. დიდი მადლობა ყველას ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა ხიდაშელმა. 



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner