logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ვალდებულების შესრულება უფრო არის, ვიდრე ხათრი
- +

8 ივნისი. 2016. 14:39



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „მთავრობის ბევრი წევრი იქ ხათრითაა შერჩენილი".

სერგეენკოს განცხადებით, ეს უფრო ვალდებულების შესრულებაა, ვიდრე ხათრი ან მინისტრად ყოფნის სურვილი .



ხათრით არ ვიცი. მე შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩემთვის უფრო ახლო და მშობლიური კლინიკური მედიცინაა. მოხდა ისე, რომ 2012 წელს ვალდებულება ავიღე, სახელმწიფო სამსახურში ვყოფილიყავი და ეს ჩემს შემთვევაში ვალდებულების შესრულება უფრო არის, ვიდრე ან ხათრი, ან ის, რომ მირჩევნია მინისტრად ყოფნა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბევრი წევრი მთავრობაში „ხათრით არის შერჩენილი".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner