logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: კომისია საქართველოს მოქალაქეებს სულ მალე მიანიჭებს უვიზო რეჟიმის პირობებს
- +

8 ივნისი. 2016. 14:40



ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმს „სულ მალე" მიანიჭებენ.



რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას უვიზო რეჟიმის თაობაზე - გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა, ამოსავალი წერტილები, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება. ვფიქრობ და მწამს, რომ კომისია საქართველოს მოქალაქეებს სულ მალე მიანიჭებს უვიზო რეჟიმის პირობებს და ეს ყველაფერი პარლამენტში იქნება განხილული", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner