logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს
- +

8 ივნისი. 2016. 14:41


 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კოჰაბიტაციის პროცესის შედეგად „ნაციონალები" არათუ მოლბნენ და ადაპტირებადი გახდნენ ახალ სიტუაციასთან, არამედ უფრო გაძლიერდნენ თავის ბრძოლასა და აგრესიაში.



პოლიტოლოგი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობ" დღემდე აგრძელებს ქართული ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის დამახინჯებას.



ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდა და ჩაება. მას აკრიტიკებენ, რომ პოლიტიკური სივრცე ისევ ორპოლუსიანი გახადა, რაც არასწორია. მან გააკეთა აქცენტი ნაციონალურ მოძრაობაზე" იმიტომ, რომ კოჰაბიტაციის პროცესის შედეგად ნაციონალები" არათუ მოლბნენ და ადაპტირებადი გახდნენ ახალ სიტუაციასთან, არამედ უფრო მოღონიერდნენ თავის ბრძოლასა და აგრესიაში. ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ეს პარტია დღემდე აგრძელებს ქართული ხელისუფლების პოლიტიკური იმიჯის დამახინჯებას. საუბრობენ, რომ საქართველოს ორიენტაცია აქვს რუსეთისკენ, არ არის დაცული დემოკრატიული პრინციპები და ამის არგუმენტად მოჰყავთრუსთავი 2". ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს დასავლეთში, რომ მას დევნიან არა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურად"",- განუცხადა პირWელს" საყვარელიძემ.



მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა არ იყოს და მაქსიმუმ, საერთოდ არ იყვნენ პარლამენტში.



ნაციონალური მოძრაობა" უნდა დასუსტდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ოცნებას", დასავლეთის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის საშუალებას არ მისცემს, ამის გამო ჩაერთო ივანიშვილი და ბრძოლის ძირითად სამიზნედ ნაციონალური მოძრაობა" გამოცხადა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner