logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ალბათ, ავიღებ შვებულებას
- +

8 ივნისი. 2016. 14:42



საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის წევრების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ გარკვეული დოზით მინისტრის პოზიციიდან მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აიღებს შვებულებას.



მე ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს სამუშაოს, როგორც ჯანდაცვის მინისტრი. ალბათ, გარკვეული დოზით ამ პოზიციიდან მომიწევს ჩართვა. დადგენილი წესის მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც მე ჩართული ვიქნები საარჩევნო კამპანიაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ალბათ, ავიღებ შვებულებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner